უკანონო ნადირობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში წითელი ნუსხით დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

biolib.cz

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ კი 30 000 ლარი შეადგინა.

"მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

კომენტარები