28 მარტს, თბილისის 5 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

Creative commons

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ხუთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, ნადიკვარის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, თიანეთის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 11:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

13:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები