ბოდეს მუზეუმი

ბერლინში, ბოდეს მუზეუმიდან 4 მილიონ დოლარად შეფასებული ოქროს მონეტა მოიპარეს

ოქროს მონეტის ერთ მხარეს ბრიტანეთის დედოფალის, ელიზაბეტ მეორეს ბიუსტია გამოსახული.
Reuters

ბერლინში, ბოდეს მუზეუმიდან 4 მილიონ დოლარად შეფასებული ოქროს მონეტა მოიპარეს.

მონეტა, რომელსაც მეტსახელად "დიდ ნეკერჩხლის ფოთოლს" უწოდებენ, 100 კილოგრამს იწონის და სუფთა ოქროსგანაა დამზადებული. ნომინალურად მონეტის ღირებულება 1 მილიონი დოლარია, თუმცა მისი დამზადებისთვის გამოყენებული მასალებისა და სამუშაოების ღირებულების გამო მისი ფასი 4 მილიონს დოლარს უტოლდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მონეტა ადგილობრივი დროით 03:30-ზე მოიპარეს.

პოლიციის აზრით, მუზეუმი რამდენიმე ადამიანმა გაძარცვა და მათ შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს.

ბოდეს მუზემში 540 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, თუმცა, გერმანული მედიის ცნობით, მძარცველებმა მხოლოდ "დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი" მოიპარეს.

კომენტარები