აფეთქება

რუსთავში, "ჯეოსთილის" ქარხანაში, ღუმელის აფეთქების შედეგად, 2 მუშა დაშავდა

Getty Images

რუსთავში, ჯეოსთილის ქარხანაში, ფოლადსადნობი ღუმელის აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაშავდა - ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები