ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიას ამხანაგურ მატჩში 5:0 მოუგო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში 5:0 დაამარცხა.

შეხვედრას საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ეროვნული ნაკრებების მაისურებით დაესწრნენ და ჰიმნების შესრულებისას მოედანზე ფეხბურთელების გვერდით იდგნენ.

მე-18 წუთზე ჯანო ანანიძემ პენალტი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი 32-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მეორე ტაიმში ქვილითაიამ და ანანიძემ დუბლები შეასრულეს. ხოლო 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 5:0 გიორგი არაბიძემ დააფიქსირა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომავალ შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.

კომენტარები