29 მარტს თბილისის 6 რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

29 მარტს თბილისის 6 რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, კრწანისის, საბურთალოს, ისნის, დიდუბისა და სამგორის რაიონებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედინის, ბეთლემის აღმართის, აბესაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, ლერმონტოვის, ახოსპირელის, აბო თბილელის, კუფტინი და საიათნოვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია თელასის განცხადებაში.

კომენტარები