გიორგი მამალაძის საქმე

მამა გიორგის ადვოკატი: ვაიძულებთ მოსამართლეს, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება

რუსთავი 2

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან. ისინი დეკანოზის პატიმრობაში დატოვების გასაჩივრებას აპირებენ.

დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძეს არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი. 

"რაც არ უნდა ზეწოლა იყოს ნებისმიერ მოსამართლეზე, გავიტანთ იმას, რომ ვაიძულოთ მოსამართლე, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. საქართველოში არაერთი გადაწყვეტილება ყოფილა, რომელიც სტრასბურგიდან დაბრუნებულა უკან და კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაბრუნდება უკან", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

პარალელურად ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. ისინი პროკურატურის მიერ ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ასაჩივრებენ.

კომენტარები