დაკავება

თბილისში ინტერპოლით ძებნილი უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

თბილისის აეროპორტში ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ის საქართველოში რუსეთიდან შემოდიოდა.

"ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-სვე ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები