ენერგეტიკა

თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ, იმპორტის 106%-იანი ზრდა გამოიწვია

კახა კალაძე გარდაბნის ქვესადგურის გახსნაზე
ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial

თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 1 გიგავატ საათი შეადგინა. ამავდროულად, თვის მანძილზე მოხმარების ზრდას ქვეყნის უმსხვილესი ჰიდრეოელქტროსადგურის - ენგურჰესის რემონტზე გასვლა დაერთო, რამაც 10 დღეს გასტანა, ამ მიზეზების გამო ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 106%-ით გაიზარდა. ჯამში იმპორტმა მთლიანი მოხმარების 23.6% შეადგინა.

აბონენტების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ასე გამოიყურება:

  1. თელასის აბონენტთა მოხმარება - 8.3%-ით გაიზარდა
  2. კახეთის ენერგოდისტრიბუციის მოხმარება - 4.9%-ით გაიზარდა
  3. ენერგო-პროს აბონენტთა მოხმარება - 10%-ით გაიზარდა
  4. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება -19.9%- ით გაიზარდა (ჯამში მოხმარების 23.1%)
  5. ჯორჯიან მანგანეზის, მოხმარება - 33.1%-ით გაიზარდა

მოხმარებული ელექტროენერგია წარმოშობის წყაროების მიხედვით ასე გამოიყუერბა:

  1. თბოელექტროსადგურები - 41.7%, ზრდა წინა წელთან 62%
  2. ჰიდროელექტროსადგურები - 34.2%, კლება წინა წელთან 33.1%
  3. იმპორტი - 23.6%, ზრდა წინა წელთან 106%
  4. ქარის ენერგოსადგური - 0.5% - წინა წელს ქარის ელექტროსადგური არ არსებობდა

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის თითქმის ნახევარი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (47.3%), ხოლო დანარჩენი  - რუსეთიდან (42.6%) და სომხეთიდან (10.2%). იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია საჭირო გახდა ენგურის გაჩერების დროს მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ენგურისა და ვარდნილის ჯამურმა გენერაციამ აფხაზეთის რეგიონის მოხმარების 44.5% დააკმაყოფილა, დანარჩენის დაკმაყოფილება კი სხვა წყაროებით მოხდა, მათ შორის, რუსეთიდან "სალხინოს" ელექტროგადამცემი ხაზით იმპორტირებული ელექტროენერგიით.

კომენტარები