facebook

სმარტფონების ნაწილისთვის ერთი კვირით მესენჯერის გამოყენება შეიზღუდება

0 კომენტარი
ფოტო: Josh Edelson / AFP/Getty Images

Facebook სმარტფონების ნაწილს აპრილის დასაწყისამდე მესენჯერზე წვდომას უზღუდავს. სოციალურმა ქსელმა დააანონსა, რომ მობილურები, რომლებსაც აქვთ Windows Phone 8.1 ან უფრო ადრეული ვერსია, ამ შაბათიდან ქსელის მესენჯერს ვეღარ გამოიყენებენ. 

მაიკროსოფტის მობილურის პლატფორმა ვერც კი მიუახლოვდება ანდროიდისა და iOS-ის პოპულარობას, ამიტომაც Facebook-ის ეს გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, უცნაურია. 

მიუხედავად იმისა, რომ მაიკროსოფტის საკუთრებაშია, Skype-მაც შეწყვიტა თანამშრომლობა პლატფორმისთვის ამ თვეში, ისევე, როგორც WhatsApp-მა. 

Facebook-მა შერჩეული მომხმარებლები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააფრთხილა. 

"აპლიკაციის ძველი ვერსიის გამოყენება ნიშნავს, რომ სიახლეები კარგად ან ზოგჯერ საერთოდ ვერ იმუშავებს. შედეგად, ადამიანებს, რომლებიც ძველ ვერსიას იყენებენ, ვთხოვთ, რომ პროგრამა განაახლონ, ასე მათ შეეძლებათ მესენჯერის სიახლეებით ისარგებლონ", - წერია განცხადებაში.

კომპანია ამბობს, რომ Windows Phone 8.1-ის მომხმარებლებმა უნდა განაახლონ თავიანთი ოპერატიული სისტემა ან Facebook Lite-ზე გადაერთონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დიდ ბრიტანეთში არ მუშაობს. 

Windows Phone 8.1-ის მომხმარებლებს კვლავ ექნებათ Facebook-ზე შესვლის შესაძლებლობა, თუმცა არ შეეძლებათ მეგობრებთან ჩატი მესენჯერის გარეშე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები