ვიზალიბერალიზაცია

ქუთაისიდან ჩასულ მგზავრებს ვილნიუსის აეროპორტში ტკბილეულითა და ბორჯომით დახვდნენ

ქუთაისიდან ჩასულ მგზავრებს ვილნიუსის აეროპორტში ტკბილეულითა და ბორჯომით დახვდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ თვითმფრინავში გამოუცხადეს, რომ მათ სიურპრიზი ელოდათ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში დახვედრის ვიდეო ლიტვაში ევროკომისიის წარმომადგენლობის გვერდმა გაავრცელა. 

მგზავრებს აეროპორტში ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსიც დახვდა.

"საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა" - თქვა მან ქართულ ენაზე.

გარდა ამისა, შიმაშიუსმა Facebook-ის პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ვილნიუსში დადგმული ბანერი ჩანს ინგლისური და ქართული წარწერით: "CLOSER THAN EVER - ახლოს, ვიდრე ოდესმე".

რამდენიმე დღის წინ, ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა. მან სპეციალური ვიდეომიმართვა, მათ შორის, ქართულ ენაზეც ჩაწერა.

კომენტარები