პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

Getty Images

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და პოლონეთის ექსპრემიერი დონალდ ტუსკი ვარშავის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ტუსკი პროკურატურაში 19 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მისვლას აპირებს, თუმცა ვარშავის პროკურატურის ცნობით, მისგან ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიუღიათ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დაკითხვაზე პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ФСБ-ს შორის თანამშრომლობის საქმეზეა დაბარებული, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა.

პროკურატურის ცნობით, დონალდ ტუსკი ამ საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული. გამოძიების სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები