თბილისის თამბაქო

"თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართეს

"თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა დღეს ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ, სადაც ჭიაბერაშვილი სასამართლოებში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა. 

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა. ბრითიშ ამერიკან ტობაკო 270 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ფილიპ მორის საქართველო - 93 მილიონი ლარით.

სავაჭრო პალატისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორიც აკრიტიკებს.

კომენტარები