ნაყინი

შსს 2.7 ტონა ნაყინს ყიდულობს

ნაყინი - კარგია კბილებისთვის, წონის რეგულირებისთვის
flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2.7 ტონა ნაყინის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22.6 ათასი ლარია. ტენდერში ჯერჯერობით არცერთ კომპანიას არ წარუდგენია საკუთარი შეთავაზება.

სატენდერო მოთხოვნები ასეთია:

"თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ფერი თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 3 დღეში ერთხელ, შემსყიდველთან წინასწარ შეთახმებული გრაფიკის შესაბამისად".

2.7 ტონა ნაყინი შსს-ს თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა ტენდერი 43.7 ტონა შესქელებული რძის შეძენაზე, აღნიშნული ტენდერის ღირებულება 209 ათასი ლარია. 

კომენტარები