გიგანტური ხეები

დენდროლოგიურ პარკში გადატანისას ხე ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ

არჩილ კახაძე / ბათუმელები

დენდროლოგიურ პარკში გადატანისას ხე ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ, - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. ხე, რომელიც ყოფილ სანატორიუმ კოლხიდას ტერიტორიაზე ამოიღეს, შპს "გზას" გადააქვს.

მათივე ცნობით, ბარჟამდე დროებითი გზა გაჰყავთ, რათა ხესთან შესაბამისი ტექნიკა მივიდეს და ბარჟაზე ისე განთავსდეს, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს. 

შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის აშენებას ექსპრემიერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფი აფინანსებს.

ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერდა, რომ ციხისძირიდან შეკვეთილში ხის ზღვით ტრანსპორტირება, პირველ რიგში, არის უნიკალური საინჟინრო პროექტი.

კომენტარები