ნარკოპოლიტიკა

შოთა პაკელიანის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

Nino Pakeliani/Fb.com

სახალხო დამცველის აპარატმა ბრალდებულ შოთა პაკელიანის საქმის შესწავლა დაიწყო. უჩა ნანუაშვილის თქმით, დაკავებულის მოსანახულებლად ომბუდსმენის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფებიან.

"გარდა ამისა, დავიწყეთ უკვე იმ დოკუმენტაციის შესწავლა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, ვისაუბროთ იმაზე, დაკავებისას მოხდა თუ არა ის დაზიანებები, რომელიც მას სხეულზე აღენიშნება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დეტალები საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, შოთა პაკელიანი, რომლის ოჯახიც სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს, მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო.

კომენტარები