საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს. კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • დრამატურგი - თამარ ბართაია;
  • სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
  • მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
  • სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოების დეპარტამენტის უფროსი თემურ გოგოლაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი კახაბერ ბუხრაშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი რუსუდან ახვლედიანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედია ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა 7 მარტს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ჩატარდება. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. 

„პირველ არხზე 30 გადაცემა გვაქვს და აპრიორი ვიცით, რომ 30 გადაცემა ვერ გვექნება. გარკვეული დანაზოგი უნდა გვქონდეს. შეიძლება, ეს იყოს 15 ან 20 გადაცემა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა.

კომისიამ, რომელიც ახალ გადაცემებს შეარჩევს, პირველი შეხვედრა დღეს გამართა. კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდება.

კომენტარები