ცენტრ პოინტის საქმე - დაცვის მხარე ქონებაზე ყადაღის ეტაპობრივ მოხსნას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ცენტრ პოინტის საქმეზე დაკავებულების ადვოკატის თქმით, ყადაღა მისი დაცვის ქვეშ მოყოფების ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს - ერთ მიწის ნაკვეთს მოეხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „სასამართლოს დღევანდელი განაჩენით ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“.

როგორც ადვოკატი მარინე ცუცქირიძე რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, ხსენებული მიწის ნაკვეთი 250 ათას ლარად დაგირავდა, როდესაც მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს და განაჩენთან ერთად, ყადაღაც მოიხსნა.

„მიწის ნაკვეთი გაიყიდება აუქციონზე და შემოსული თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მას არანაირი კავშირი დაზარალებულებთან არა აქვს. სხვა დანარჩენი ქონება დაყადაღებული რჩება“ - ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარე ცენტრ პოინტის დამფუძნებლების ქონებისთვის ყადაღის ეტაპობრივად მოხსნას ითხოვს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დათანხმდება პროკურატურის შეთავაზებას. პროკურატურა მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ დაახლოებით 6 ათას მენაშენეს ზარალი აუნაზღაურდება.

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს პროკურატურა თანხების მითვისებასა და თაღლითობას ედავება. მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

კომენტარები