პარაგვაი

პარაგვაიში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

EPA

პარაგვაიში დემონსტრანტებმა კოგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პროტესტი კანონპროეტს მოჰყვა, რომელიც პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობას იძლევა.

პარაგვაის კონსტიტუცია, რომელიც 35 წლიანი დიქტატურის შემდეგ,1992 წელს მიიღეს, პრეზიდენტობის მხოლოდ ერთ, ხუთწლიან ვადას აწესებს.

მოქმედ პრეზიდენტს ორაციო კარტესს ამ შეზღუდვის გაუქმება სურს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეს რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკოსები და პოლიციელები.

BBC-ის ცნობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერი იტყობინება, რომ ერთი აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციას ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

პრეზიდენტმა კარტესმა ტვიტერზე დაწერა, რომ „დემოკრატიას ვერ მოიპოვებ ან დაიცავ ძალადობით. დარწმუნებულნი იყავით, ეს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს წესრიგის შესანარჩუნებლად“.

პრეზიდენტ კარტესს ვადა 2018 წელს ეწურება.

კომენტარები