თბილისის ზოოპარკი

ზოოპარკს ხვალ უსურიის ვეფხვი, კენგურუები და ფაფრიანი ცხვრები შეემატებიან

თბილისის ზოოპარკს 14 ახალი ბინადარი შეემატება. ადმინისტრაციის ცნობით, რიგის ზოოპარკი (ლატვია) უსურიის ვეფხვს გზავნის, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩამოვა. ცხოველები 3 აპრილს, ორშაბათს, გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოფრინდებიან.

თბილისის ზოოპარკს ცხოველებს ევროპის ზოოპარკები საჩუქრად გადმოსცემენ. 

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები და ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

კომენტარები