სტიქია კოლუმბიაში

კოლუმბიაში ძლიერი წვიმების შედეგად მოსულ მეწყერს სულ მცირე 254 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავებული.

დაშავებულთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთაგან სულ მცირე 62 კი, ბავშვია.

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მეწყერი გადაუღებელმა წვიმებმა გამოწვია. წვიმების შედეგად ქალაქ მოკოაში 3 მდინარე ადიდდა. მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა მთლიანად გაანადგურეს რამდენიმე დასახლება. ქალაქ მოკოაში სახლების დიდი ნაწილი ტალახით არის დაფარული.

ასობით დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მათთან ერთად ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 1000-ზე მეტი ჯარისკაცი.

კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის თქმით, მაშველები იმ დრომდე არ შეწყვეტენ ადგილზე მუშაობას, სანამ უკანასკნელი დაღუპული არ იქნება იდენტიფიცირებული. ამ ეტაპზე დაღუპულთაგან სულ მცირე 170 იდენტიფიცირებულია.

კომენტარები