ივანიშვილი და ხეები

ქართუ: წიფელს დიდი ტოტი მოტყდა, მაგრამ ხის აღდგენა შესაძლებელია

გურიის მოამბე

წიფლის ხის აღდგენა შესაძლებელია, - ამის შესახებ ტაბულას ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა უთხრა. მისი თქმით, ხის დაზიანების მიზეზი სველი ნიადაგი იყო.

"ხის აღდგენა შესაძლებელია. მოტყდა დიდი ტოტი, მაგრამ ხის აღდგენა არის შესაძლებელი. ინციდენტი იმიტომ მოხდა, რომ ნიადაგმა დაიწია, შეიძლება, ინჟინრებმა ვერ გათვალეს. ნიადაგმა დაიწია, სისველე იყო და მაგის გამო", - უთხრა უძილაურმა ტაბულას. თუმცა, ხის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა - "ხის ღირებულებას ვერ გეტყვით, უნდა კითხოთ თითონ მეპატრონეს. ჩემი მხრიდან არაეთიკურია ღირებულებაზე საუბარი". 

უძილაურმა ტაბულას ასევე უთხრა, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უკვე გადატანილია დაახლოებით 10 ხე და 30-მდე ხე გადასატანად მზადდება.

250 წლის წიფელი, რომელიც ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა იყიდა, ტრანსპორტირებისას გადატყდა. გურიის მოამბის ცნობით, წიფელი 15 ათასი ლარად ნატანებელი პედაგოგისგან შეიძინეს.

კომენტარები