სირიის კრიზისი

სირიაში სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ქალაქ ილდიბის გარეუბანში, სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 11 ბავშვი. 400-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის ცნობით, დაბომბვის დროს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამ ინფორმაციას სირიის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ სირიაში მიმდინარე 6-წლიანი სამოქალაქო ომის დროს ასადის მთავრობას ამ დრომდეც არაერთხელ სდებდნენ ბრალს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, თუმცა ასადი ამას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.

ქალაქ ილდიბს ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.

კომენტარები