IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერ ან არ ასახელებს მთავრობის წარმატებულ რეფორმებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) ვერ ან არ ასახელებს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

16%-ის თქმით, წარმატებული არცერთი რეფორმა არაა.

წარმატებული რეფორმების ჩამონათვალში პირველ ადგილზე ჯანდაცვაა - მას ასეთად მოსახლეობის 18% ასახელებს.  

მეორე-მესამე ადგილზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და განათლებაა 3-3%-ით.

სხვა რეფორმებს 2%-ზე ნაკლები ასახელებს.

IRI-ის გამოკითხვის შედეგები ოფიციალურად დღეს გამოქვეყნდა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.
 

კომენტარები