IRI-ის კვლევა

IRI: ამომრჩევლის 27% არასდროს არ მისცემს ხმას ქართულ ოცნებას, 25%- ენმ-ს

IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლების 27% არასდროს არ მისცემს ხმას ქართულ ოცნებას, 25%- ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასა და პოლიტიკურ გართიანება გირჩს კი - 8-8%.

კვლევის მიხედვითვე, ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს ელექტორატის 7-7% არ დაუჭერს მხარს არასდროს, ლეიბორისტებს კი - 6%.

IRI-ის გამოკითხვითვე, კითხვაზე, "რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას"?, ამომრჩევლის 25%-ს პასუხი არ აქვს ან არ იცის. 

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები