IRI-ის კვლევა

IRI: მათგან, ვინც Gazprom-თან მოლაპარაკების შესახებ იცის, 58% მას ეწინააღმდეგება

gazprom.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 68%-მა საქართველოს მთავრობასა და რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომს შორის მოლაპარაკების შესახებ იცის. მათგან კი ვისაც ამ მოლაპარაკებათა შესახებ აქვს ინფორმაცია 58% მას ნეგატიურად აფასებს, ამ მოლაპარაკებებს პოზიტიურად 11%, ნეიტრალურად კი 16% აფასებს. გამოკითხულთა 15%-ს საკითხზე პოზიცია არ აქვს.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები