გარემოს დაცვა

MOE: ბზის უკანონოდ მოპოვებით გარემოსადმი მიყენებულმა ზარალმა 49 124 ლარი შეადგინა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯ.შ მართავდა

გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა", - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები