მედიაგარემო

2016 წელს პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი იმედმა აიღო

იმედი

2016 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშვებით ტელეკომპანია იმედმა აიღო. იმედმა ამ სახის რეკლამებით ჯამში 3.4 მილიონი ლარი მიიღო, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა მეორე ადგილზე მყოფი რუსთავი 2-ის შემოსავლებს 800 ათასი ლარით აღემატება.

ტელეკომპანიების მიერ 2016 წელს ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან მიღებული შემოსავლები ასე გამოიყურება:

  1. იმედი - 3.4 მილიონი ლარი, წილი მთლიან შემოსავალში 14%
  2. რუსთავი 2 - 2.5 მილიონი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 7%
  3. მაესტრო - 729 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 13%
  4. GDS - 500 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 26%
  5. TV პირველი - 344 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 27%
  6. ობიექტივი - 239 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 23%
  7. კავკასია - 133 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 18%
  8. იბერია - 90 ათასი ლარი, წილი მთლიან შემოსავლებში 5%

იმედმა 2016 წელს რუსთავი 2-ზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გაუშვა ეთერში, ეს კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროისთვის (8 ოქტომბერი) იმედზე მაღალი სატელევიზიო რეიტინგი რუსთავი 2-ს ჰქონდა. TVMR-ის მონაცემებით, საარჩევნო კვირაში რუსთავი 2-ის რეიტინგი 32% იყო, იმედის კი 21%.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას ფასიანი რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია რუსთავი 2-ზე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი საერთოდ არ განუთავსებია ფასიანი რეკლამა იმედზე.

კომენტარები