კომუნიკაციები

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი

0 კომენტარი
ფოტო: hifipublic.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში ჯამში 67.8 მილიონი ლარი (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.3 მილიონით, ანუ 7%-ით მეტია. 

ეს 67.8 მილიონი ლარი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. მაგთი - 32.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 14%
  2. ჯეოსელი - 24.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.6%
  3. ბილაინი - 10.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3.4%
  4. სილქნეთი - 190 ათასი ლარი, კლება წინა წელთან 17.3%

კომპანიების რეიტინგი აბონენტების მიხედვით:

  1. მაგთი - 1,980,498 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 2.3%
  2. ჯეოსელი - 1,711,903 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 1.2%
  3. ბილაინი - 1,201,002 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 5.3%
  4. სილქნეთი - 20,548 აბონენტი, კლება წინა წელთან 15%

ამ აბონენტებმა 2017 წლის ორ თვეში 849 მილიონი სატელეფონო ზარი განახორციელეს და 737 მილიონი SMS გააგზავნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ზაფხულის ბაშოზე

კომენტარები