ISIS-ის მიერ ერაყში განხორციელებულ ტერაქტს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

გუშინ, ერაყის ქალაქ ტიკრიტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერაქტს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 14 პოლიციელია.

Reuters-ის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები პოლიციელების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. მათივე ცნობით, ტერაქტში სულ მცირე 10 თავდასმხმელი მონაწილეობდა, მათ შორის 2 თვითმკვლელი ტერორისტი.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პოლიციელებზე თავდასხმაში მათი 7 წევრი მონაწილეობდა. 

ტერორისტების სამიზნე პოლიციის გამშვები პუნქტი და პოლიციის პოლკოვნიკის სახლი იყო.

კომენტარები