აშშ-რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს 11 აპრილს ეწვევა

forbes.com

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს 11-12 აპრილს ეწვევა. როგორც ცნობილია ტილერსონი შეხვედრას სერგეი ლავროვთან გამართავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეები სირიაში არსებულ ვითარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ტილერსონი რუსეთში ვიზიტს G7-ის სამიტის შემდეგ გამართავს. სამიტი იტალიაში 9-11 აპრილს არის ჩანიშნული. 

აღსანიშნავია, რომ ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში რუსეთს პირველად ეწვევა.

კომენტარები