ქრთამის აღება

ონის გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გ.მ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, გ. მ. თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ იგი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა სატენდერო კომისიის და ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000  ლარი. გ.მ. თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები