კომუნიკაციები

ფიქსირებული სატელეფონო ქსელების შემოსავლები ბოლო ოთხ წელში განახევრდა

flickr.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, ფიქსირებული სატელეფონო ქსელების შემოსავლები მკვეთრად მცირდება. თებერვალში ამ კომპანიების შემოსავლებმა ჯამში 3.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება ამ კომპანიების აბონენტების რაოდენობას აქაც შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა. დღეისთვის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებით 700 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს, 2013 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 მილიონ აბონენტს შეადგენდა. 

ამ ბიზნესის მოცულობის შემცირება პირველ რიგში აბონენტთა მობილურ ქსელებზე გადართვას უკავშირდება. 

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი და მათი შემოსავლები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები