გიორგი მამალაძის საქმე

საპატრიარქო: შეიძლება, მამა გიორგიმ მარხვა გააძლიერა და ჰგონიათ, რომ შიმშილობს

ნეტგაზეთი

საქართველოს საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მარხვა გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

"არამგონია, რომ დეკანოზის შიმშილის ამბავი ზუსტი იყოს, სასულიერო პირი არის განსაცდელში და არამგონია შიმშილობდეს. შეიძლება, მან მარხვა გააძლიერა და ციხის ადმინისტრაციას ჰგონია, რომ შიმშილობს" - უთხრა აჭარის ტელევიზიას საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაშვილმა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღდგომის დღესასწაულამდე მოინახულებენ.

მამა გიორგი მამალაძე მესამე დღეა შიმშილობს. ის პატრიარქთან და წმიდა სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობას და ამ მიზნით ციანიდის შეძენას ედავებიან. მამა გიორგი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარები