სირიის კრიზისი

რუსეთმა აშშ-სთან საჰაერო მშვიდობის ხელშეკრულება შეაჩერა

bloomberg.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა აშშ-სთან საჰაერო მშვიდობის ხელშეკრულება შეაჩერა.

ხელშეკრულება სირიის საჰაერო სივრცეში აშშ-სა და რუსეთს შორის მშვიდობიან მოქმედებასა და ურთიერთადპირისპირების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მ ვერ შეძლო იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ლავროვის თქმით, აშშ-ს სამხედრო იერიში იდლიბის ინციდენტამდე ჰქონდა დაგეგმილი.

"ცხადია, რომ აშშ-ს ეს ოპერაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ნებისმიერი სპეციალისტისთვის აშკარაა, რომ ვაშინგტონმა საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება იდლიბში მომხდარ მოვლენამდე მიიღო. ხოლო იდლიბის ინციდენტი მიზეზად გამოიყენეს ძალის დემონსტრირების მიზნით", - თქვა ლავროვმა.

კომენტარები