სემეკი

საქართველო ბუნებრივი აირის 93.4%-ს აზერბაიჯანიდან იღებს

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

2016 წელის მანძილზე საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის 93.4% აზერბაიჯანული წარმოშობისაა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ანგარიშის მიხედვით, ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე რუსეთია. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მოხმარების მცირე ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა.

ბუნებრივი აირის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. აზერბაიჯანი, მათ შორის სამხრეთ კავკასიური მილსადენიც - 2.113 მილიარდი მეტრ კუბი, მოხმარების 93.4%
  2. რუსეთი, სომხეთში ტრანზიტის საფასური და დამატებითი მოცულობები - 122 მილიონი მეტრ კუბი, მოხმარების 5.3%
  3. სომხეთი, შემომავალი ნაკადი სომხეთიდან - 19 მილიონი მეტრ კუბი, მოხმარების 0.9%
  4. საქართველო, ადგილობრივი მოპოვება - 6 მილიონი მეტრ კუბი, მოხმარების 0.3%

სემეკის მონაცემებით, გასულ წელს მოსახლეობამ ჯამში 2.261 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, რაც 2015 წელთან შედარებით 6.4%-ით ნაკლებია, ეს 2013 წლის შემდგომ მოხმარების შემცირების პირველი შემთხვევაა.

უფრო დეტალურად თუ რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

კომენტარები