ქურდობა

ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე აფთიაქი გაქურდეს

Getty Images

ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე აფთიაქი "მიკო" გაქურდეს - ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში ტაბულას არ უთხრეს, დაკავებულია თუ არა ბრალდებული. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები