ბათუმის ავტოტრანსპორტი

მეტრომანის ბარათებით სარგებლობა უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანის ბარათითა და "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათებითაც შეგეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

აღნიშნული სიახლით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ბათუმში. სიახლე გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება, რაც გულისხმობს, რომ მაისიდან მგზავრობის საფასურს "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათებით ვეღარ გადაიხდით. 

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი, პაატა დუმბაძე, ამბობს, რომ 2 თვეში ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდება. 30 ახალი ავტობუსიდან კი, 10 ელექტროავტობუსი იქნება. 

მეტრომანითა და "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათებით სარგებლობა აქამდე მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ასეთი ბარათებით ვერ ისარგებლებთ, რადგან სხვა ქალაქებს მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ. 

კომენტარები