ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტობანზე მიკროავტობუსის ამობრუნების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა

ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.

კომენტარები