კულტურა

გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

გივი ბერიკაშვილი

ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბერიკაშვილის ოჯახს კულტურის სამინისტრომ მიუსამძიმრა.

"10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები