სირიის კრიზისი

ტილერსონი: რუსეთმა ვერ შეძლო შეეჩერებინა სირია, ქიმიური იარაღის გამოყენებისგან

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო შეეჩერებინა სირია, ქიმიური იარაღის გამოყენებისგან.

ტილერსონმა თქმით, 2013 წლის სექტემბერში, რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ სირიის ქიმიური იარაღის მარაგებს გაანადგურებდა, თუმცა ეს არ შესრულდა და ქიმიური შეტევა შესაძლებელი გახდა.

ტილერსონმა ეს განცხადება G7-ის შეხვედრის წინ გააკეთა, რომელიც იტალიაში დღეს გაიმართება.

G7-ის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსეთის ასადის რეჟიმისგან დისტანცირების გზების პოვნა იქნება.

ზეგ კი ტილერსონი რუსეთში ჩავა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს სირიის ქალაქ ხან შეიხუნში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას 89 ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, აშშ-მ გასულ პარასკევს სირიის, ქალაქ ჰომსის სამხედრო ბაზის მიმართულებით 59 ტომაჰავკის ტიპის რაკეტა ისროლა. ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები