ოკუპირებული ტერიტორიები

NATO ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

NATO

NATO ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს. განცხადებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

"NATO არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც კვირას საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში გაიმართა. ცალმხრივი ნაბიჯები, რომ შეცვალონ რეგიონის სახელი ან სტატუსი, ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას. 

NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები