TBC Bank

TBC ბანკი ტრანზაქციებზე საკომისიო გადასახადს აღარ გააორმაგებს

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

TBC ბანკი ინტერნეტ და მობაილ-ბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო გადასახადს აღარ გააორმაგებს და ტარიფებს უცვლელს დატოვებს.

"გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე. ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე," - წერია TBC-ის განცხადებაში.

TBC ბანკი ინტერნეტ და მობაილ-ბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო გადასახადის 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაზრდას 18 აპრილიდან გეგმავდა.

კომენტარები