დიდი შვიდეულის სამიტი

G7-ის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

AFP/Getty Images

დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდა.

სანქციების დაწესების ინიციატივა დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვა და ამის მიზეზად, ასადის რეჟიმის მიერ სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენება დაასახელა.

სანქციების დაწესების საკითხს G7-ის ქვეყნების ლიდერები გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

დიდი შვიდეულების წევრები შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარდება თუ ხელისუფლებაში კვლავ ბაშარ ალ ასადი იქნება. 

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი შეთანხმდნენ, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებს ერთად გამართავენ. ისინი ეცდებიან პუტინი დაარწმუნონ, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

კომენტარები