აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი ჩინეთს: ჩრდილოეთ კორეის საკითხს, თქვენი დახმარების გარეშეც მოვაგვარებთ

politico.com

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაწყვეტაზე Twitter-ზე წერს. ტრამპის თქმით, კარგი იქნება თუ ამ პრობლემის გადაჭრაში ჩინეთი დაეხმარება, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მათ გარეშეც მოაგვარებს პრობლემას.

"ჩრდილოეთ კორეა სიძნელეებს ეძებს. თუ ჩინეთი დახმარებას გადაწყვეტს, ეს ძალიან კარგი იქნება. თუ არა, ჩვენ ამ პრობლემას მათ გარეშე მოვაგვარებთ! აშშ",-წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ჯგუფის საკუთარ რეგიონში განლაგებას და შესაბამის პასუხს გასცემენ ამერიკის ამ ქმედებას.

კომენტარები