უბედური შემთხვევა

ჭიათურის მაღაროში მუშა კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

metro.us

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები