სირიის კრიზისი

ტრამპი: რუსეთს ასადისთვის მხარი რომ არ დაეჭირა, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს.

"პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის, ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის და ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის", - თქვა ტრამპმა. 

დონალდ ტრამპის თქმით, სირიაში არსებული სიტუაციის შექმნა და ასადის რეჟიმის გაძლიერება რუსეთის ჩარევამ განაპირობა.

"რუსეთი რომ არ შესულიყო სირიაში და მხარი არ დაეჭირა იმ ცხოველისთვის [ასადისთვის], დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა", - თქვა ტრამპმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები