სირიის კრიზისი

პუტინი: ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წლის მდგომარეობას, როდესაც აშშ ერაყში შევიდა

bloomberg.com

რუსეთის პრეზიდენტა ვლადიმირ პუტინმა Мир-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ სირიაზე დარტყმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით განახორციელა, რადგან მათ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

"სად არის სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები? მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. სახეზეა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს ცხადი ფაქტია. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე სუვერენულ ქვეყანაზე დარტმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, თუმცა ყველა თავს უქნევს და მხარს უჭერს ამას", - თქვა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა სიტუაცია 2003 წელს აშშ-ის ერაყში შესვლასაც შეადარა.

"ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წელს, როდესაც აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით აშშ-მ შეიარაღებული ძალები ერაყში შეიყვანა. აშშ უშიშროების საბჭოს მაშინაც უმტკიცებდა, რომ ერაყში ქიმიური იარაღი იპოვეს, რაც დღემდე არ დამტკიცებულა. ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს. სხვათაშორის, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციების აღმავლობა, შეიქმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები. ეს ყველამ იცის, ყველას ესმის, მაგრამ მაინც იგივეს იმეორებენ", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სირიაში ქიმიური იარაღს ისევ გამოიყენებენ და ამის კვლავ ასადის რეჟიმისთვის დაბრალებას ეცდებიან.

კომენტარები