მსჯავრდებულთა შეწყალება

პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 4 ქალია.

შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალი. დანარჩენ 29 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

კომენტარები