კინემატოგრაფია

შარლიზ ტერონის ახალ ფილმ Atomic Blonde-ს ტრეილერი

ინტერნეტში დევიდ ლიტჩის რეჟისორობით, ახალი ფილმის Atomic Blonde-ს ტრეილერი დაიდო.

ფილმისთვის შარლიზ ტერონმა კრივი ისწავლა. ერთ-ერთი ჩხუბის სცენის გადაღების დროს კი მსახიობმა ორი კბილი მოიტეხა.

ფილმში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და ჯეიმს მაკევოი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 2017 წლის ზაფხულში გაიმართება.

კომენტარები